ბჟანიამ სამობილიზაციო მზადყოფნის გაძლიერების ბრძანება გასცა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ “ტერიტორიული თავდაცვის შტაბის სხდომაზე ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად სამობილიზაციო მზადყოფნის” განკარგულება გასცა.
ინფორმაციას ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრა ე.წ. თავდაცვის უწყებაში შედგა.
„შეხვედრისას შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გასცა ბრძანება, რომ მოხდეს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირება სამობილიზაციო მზადყოფნის სათანადო დონეზე შენარჩუნებაზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ანგარიშში.
აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე სამხედრო-პოლიტიკური ვითარება განიხილეს.
ბჟანიამ მოისმინა მოხსენებები სამობილიზაციო მომზადების გაუმჯობესების პრაქტიკულ ღონისძიებებზე, არმიის ლოგისტიკისა და სხვა საკითხებზე.