ირაკლი კობახიძე: სიტყვებით ძნელია, გამოხატო უმძიმესი ემოციები, ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი 13 წლის გოგონას ოჯახს უსამძიმრებს.
ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ტრაგედიის მიზეზსა და დამნაშავე პირებს გამოძიება დაადგენს.

“ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. სიტყვებით ძნელია, გამოხატო უმძიმესი ემოციები. ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს.
ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები”, – წერს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, დღეს დილით, მაშინ – როცა 13 წლის მოზარდები სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები