32 ტრაგიკული ფოტო, აგვისტოს ომი და „სულიკოს“ ქვეყანა – პოლონელები დღეს საქართველოს ისტორიას გაიხსენებენ

პოლონელებს დღემდე კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. მაშინ ის ხომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს მიმართ ღია მხარდაჭერა გამოხატა და რუსეთის აგრესია დაგმო. ამ მოვლენიდან უკვე 6 წელი გავიდა. ვარშავაში კი, საქართველოს მსგავსად, წელსაც იხსენებენ ომის მოვლენებს.
გასულ წლებში, 8 აგვისტოს, პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ძირითადად, რუსეთის საელჩოსთან 299296_155384547876639_5967511_nიკრიბებოდნენ და საპროტესტო აქციებს მართავდნენ, ხანაც ქალაქის ქუჩებში მანიფესტაციები და მსვლელობები იმართებოდა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ გროვდებოდა ხელნაწერები… “STOP RUSSIA”, “რუსეთი ოკუპანტია”, – აქცია-მანიფესტაციების მონაწილეები ამ ნაცნობი ლოზუნგებით გამოდიოდნენ და ომის საშინელებას კიდევ ერთხელ ახსენებდნენ მსოფლიოს და პოლონურ საზოგადოებას. ქართველები აქ ცოტანი არიან – როგორც ვარშავაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ეკატერინე ლოლაძე ამბობს, მთელ ქვეყანაში მხოლოდ 200-მდე ჩვენი თანამემამულეა მიმოფანტული. მათ შორის დიასპორის 90-მდე წევრია. ომის თემას წელს ისინი ვარშავაში განსხვავებულად გაიხსენებენ.
პოლონეთში საქართველოს საელჩოს შენობაში ერთკვირიანი ფოტოგამოფენის პრეზენტაცია დღეს არის დაგეგმილი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გიორგი აბდალაძის ნამუშევრები. ექსპოზიცია პოლონეთში ქართული სათვისტომოს ინიციატივით, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, პარლამენტარ ანი მიროტაძისა და ახალი ამბების პორტალ „კვირას“ მხარდაჭერით იმართება. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის მიერ 8 აგვისტოს თემაზე გადაღებული 32 ფოტო. გამოფენაზე დასწრება თავისუფალი იქნება და მას როგორც ქართული, ისე პოლონური მედია გააშუქებს.
nnეკატერინე ლოლაძე, პოლონეთში ქართული დიაპორის წამომადგენლობის ხელმძღვანელი:
“ფოტოგამოფენა საელჩოს დიდ დარბაზში საღამოს გაიხსნება. ღონისძიებაზე მოვიწვიეთ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პოლონეთში ქართული, უკრაინული, ბელორუსული დიასპორის წევრები, პოლონური საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და სხვა საპატიო სტუმრები, თუმცა გამოფენის დასკვნით პრეზენტაციაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აგვისტოს ომის თემაზე ჩვენი დიასპორა ყოველწლიურად მართავს ღონისძიებებს, მათ შორის ვმართავდით აქციებს რუსეთის საელჩოსთან, ჩვენ ვიკრიბებოდით ტრანსფარანტებით, ქართული დროშებით, ვაგროვებდით ხელმოწერებს, პუტინის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვხატავდით ღია პროტესტს, თუმცა მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რუსეთის საელჩოდან ვინმე ჩვენს აქციას გამოხმაურებოდეს…
გამოფენა, რომელიც წელს იმართება, წინა წლების ღონისძიებებისგან განსხვავდება. გიორგი აბდალაძემ ომის დღეებში საკუთარი სიცოცხლის ფასად მოახერხა ჩვენი უახლესი ისტორიის ამ შემზარავი კადრების ფირზე ასახვა და დღეს ის მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, რათა მათაც ჩვენსავით ახსოვდეთ და გაიგონ, რა სისასტიკე მოიტანა ხუთდღიანმა ომმა, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მან და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ფონზე მშვიდობის სადარაჯოზე ყოფნა!
სხვათა შორის, წინა წლებშიც და ახლაც, როდესაც აგვისტოს ომის თემაზე ჩვენ, პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლობა ღონისძიებას ვმართავთ, მასში აფხაზები და ოსებიც მონაწილეობენ. აქ მხოლოდ რამდენიმე აფხაზური და ოსური ოჯახი ცხოვრობს, თუმცა, ჩვენსავით, ისინიც მიიჩნევენ, რომ რუსეთი უხეშად ჩაერია დამოუკიდებელი ქვეყნის ცხოვრებაში, რომ ეს ომი სწორედ მან დაიწყო და სწორედ პუტინის ხელისუფლება ცდილობს ამჟამად ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მყოფი ერები ერთმანეთს დააშოროს და ეს ისტორიული ერთობა მოსპოს. დღეს ეს ადამიანები კვლავ აპირებენ გამოფენაზე მოსვლას და საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ.
10421212_10203681244206969_925398652372626121_nრაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, ვცდილობთ, ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორად მივიტანოთ და გავაცნოთ პოლონელ ხალხს. ამდენად, დღევანდელი ღონისძიება უმნიშვნელოვანესია.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ წამოწყებაში მხარი დაგვიჭირა და, განსაკუთრებით, პოლონეთში საქართველოს საელჩოს და, პირადად, ელჩს, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს.
აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, ამდენი წელია ვარშავაში ვცხოვრობ და მას შემდეგ, რაც ის ამ პოზიციაზე დაინიშნა, პოლონეთში მცხოვრები ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მისი მადლიერია. ჩვენ დღეს გვყავს ელჩი, რომელსაც ყველა ჩვენგანის პრობლემა გულთან ახლოს მიაქვს და ცდილობს, ჩვენი ქვეყანა აქ პოზიტიურად წარმოაჩინოს. დღევანდელი გამოფენაც სწორედ ამის დასტურია”, – განაცხადა ეკატერინე ლოლაძემ.
ფაქტს, რომ დღეს პოლონელებს ქართველი ხალხისადმი განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებთ, პარლამენტარი ანი მიროტაძე ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დიდ დამსახურებად მიიჩნევს. დღევანდელი გამოფენის ინიციატორმა, უმრავლესობის წევრმა კრაკოვში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის საფლავი მოინახულა და მას პატივი მიაგო.
მიროტაძემ 2008 წლის ის მძიმე წუთები გაიხსენა, როდესაც საქართველოში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა მიეღო, კაჩინსკი კი მაშინ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩვენს ქვეყანას გვერდში დაუდგა.
jjjანი მიროტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი:
„მე კარგად მახსოვს იმ ძალიან მძიმე დღეებში, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა და მათი ბრძოლა ჩვენი მშვიდობისთვის. მახსოვს, გმირობის ტოლფასი თავგანწირვაც, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა აგვისტოს ომის დღეებში გამოიჩინა, რამაც ხელი შეუწყო ცეცხლის შეწყვეტას და თავიდან აგვაცილა კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი. ამიტომ ჩვენი ყველა მსგავსი ქმედება არის მადლობა მშვიდობისთვის, თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის. არასოდეს არ იქნება ზედმეტი, გამოხატო ბევრი მადლობა, ეს პატარა აქცია ჩემთვის არის მადლობის გადახდა პოლონეთისთვის, პოლონელი ხალხისთვის, ჩემი ქვეყნის – საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით. რაც შეეხება კონკრეტულ გამოფენას, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის და პოლონეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომელმაც ზუსტად იცის მშვიდობის ფასი.
ეს ფოტოები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რა საშინელებაა ომი და რამდენად ფასდაუდებელია მშვიდობა. მაშინ, როდესაც ჩვენ ძალიან გვიჭირდა, ლეხ კაჩინსკი იყო ერთ-ერთი პირველი იმ ლიდერთაგანი, რომელმაც მსოფლიოს მისცა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ჩახვიდე იმ ქვეყანაში, სადაც მძვინვარებს ომი და ერთადერთი, რაც ამ ომს შეაჩერებს, სწორედ ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერაა. ახლა მე ვიმყოფები პოლონეთში, ვალდებული ვიყავი პატივი მიმეგო ხსოვნისთვის და დავაფიქსირე ჩემი მადლიერება და პატივისცემა კაჩინსკების მიმართ. ძალიან დასანანია, რომ ის ცოცხალი აღარ არის”, – აღნიშნა მიროტაძემ.
1907293_669597213076912_2574831492520403659_nანი ჩანგიანი – საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას” კომერციული დირექტორი:
“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა. მიხარია, როდესაც ვხედავ, რამდენად დიდი სიყვარული და პატივისცემა აქვს პოლონელ ხალხს ჩვენდამი. უკვე რამდენიმე დღეა რაც ვარშავაში ვარ და დავაკვირდი: ხშირად ქუჩაში ქართული საუბარი რომ ესმით, კითხულობენ: “საქართველოდან ხართ?”, პასუხის მოსმენისთანავე სახეზე ღიმილი უჩდებათ. პატივისცემის და სიყვარულის ნიშნად კი, ხანდახან “სულიკოს” მელოდიასაც წაიღიღინებენ. პოლონელებმა ჩვენი ქვეყნის შესახებ ბევრი იციან, მაგალითად ის, რომ ძალიან ლამაზი ბუნებაა, მოსწონთ ქართული კულტურა, ტრადიციები და ძალიან კარგად ახსოვთ აგვისტოს ომი… ვფიქრობ, ჩვენ – ორ ერს შორის ეს სიყვარული და კეთილგანწყობა არ უნდა დაიკარგოს. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია სწორად იცოდნენ. მედიას კი, აქ მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ამიტომ “კვირა” ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტში სიამოვნებით ჩაერთო”, – აღნიშნა ანა ჩანგიანმა.
აღსანიშნავია, რომ ომის თემაზე გიორგი აბდალაძის ნამუშევრებმა დღეს უკვე მთელი მსოფლიო მოიარა. თითოეულ ფოტოს საკუთარი ტრაგიკული ისტორია ახლავს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მძიმე, თუმცა წარუშლელი წარსულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები