შალვა პაპუაშვილი: გუშინ, გერმანიის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფი, კვლავ თავს დაესხა “ქართული ოცნების” თბილისის საარჩევნო შტაბს და იქ მყოფ პირებს
„გუშინ, გერმანიის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფი, კვლავ თავს დაესხა “ქართული ოცნების” თბილისის საარჩევნო შტაბს და იქ მყოფ პირებს,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,გუშინ, გერმანიის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფი, კვლავ თავს დაესხა “ქართული ოცნების” თბილისის საარჩევნო შტაბს და იქ მყოფ პირებს. გუშინ, კვლავ ვიხილეთ სახედაკარგული ნაცი ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზებისკენ მიმართული ყიჟინა. დღეს, კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან, მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ძალადობის დაგმობა,” – წერს პაპუაშვილი.