გიორგი გაბუნია: „ქართულ ოცნებას“ აქვს გაცილებით უფრო მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ვიდრე ეს იყო საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შესაძლებლობა ექნება წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს, შეხვდეს მოსახლეობას,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს. „ქართულ ოცნებას“ აქვს გაცილებით უფრო მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ვიდრე ეს იყო საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. რაც შეეხება რადიკალების გეგმებს, მათი გეგმები არის დესტრუქცია. მათ იციან, რომ არანაირი შანსი იმისა, რომ დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ, არ აქვთ. ყველანაირად ცდილობენ, რომ სიტუაცია დამძიმდეს, მოხდეს არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება. “, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები