გიორგი გაბუნია: პრემიერის გადაწყვეტილების მიზანია, საარჩევნო პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ღიად

„გადაწყვეტილების მიზანია, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, იყოს კონკურენტუნარიანი, ჩატარდეს მაქსიმალურად თავისუფალ გარემოში და დავუტოვოთ ფანჯარა ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, აღიარონ საპარლამენტო არჩევნების შედეგები,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუნდაც, მათ შორის, ეუთო/ოდირის დასკვნაც გახდეს საფუძველი იმისა, რომ მათ ეყოთ გამბედაობა და აღიარონ საარჩევნო შედეგები და ქვეყანა მაქსიმალურად დაუბრუნდეს ნორმალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოს.

„ამ პირობებში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომ მოწვეული იქნას ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, ვინაიდან არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი არჩევნებთან დაკავშირებით და გაკეთდეს შეფასება. ამ გადაწყვეტილების მიზანია, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, იყოს კონკურენტუნარიანი, ჩატარდეს მაქსიმალურად თავისუფალ გარემოში და დავუტოვოთ ფანჯარა ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, აღიარონ არჩევნების შედეგები. თუნდაც, მათ შორის, ეუთო/ოდირის დასკვნაც გახდეს საფუძველი იმისა, რომ მათ ეყოთ გამბედაობა და აღიარონ საარჩევნო შედეგები და ქვეყანა მაქსიმალურად დაუბრუნდეს ნორმალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები