23 წლის ამერიკელი გოგონა მარსზე მოსახვედრად ემზადება
ალისა კარსონი 23 წლის ასაკში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა გახდა კოსმოსში კაცობრიობის მომავლის დისკუსიებში. პატარა ასაკიდან ის ოცნებობდა წითელი პლანეტის შესახებ და მთელი ცხოვრება მარსზე პირველი პილოტირებული მისიისთვის მომზადებას მიუძღვნა.
18 წლის ასაკში ალისამ პილოტის ლიცენზია მოიპოვა, დაასრულა ასტრონავტების რამდენიმე საერთაშორისო სასწავლო პროგრამა და მონაწილეობდა რთულ სიმულაციებში, რომლებიც მაქსიმალურად მიახლოებული იყო რეალურ კოსმოსურ მისიებთან. ტრენინგების გარდა, მან დაწერა წიგნები, წაიკითხა TEDx-ზე გამოსვლები და აქტიურად უჭერს მხარს STEM განათლების პოპულარიზაციას, რაც მთელ მსოფლიოში ახალგაზრდებს შთააგონებს, ჩაერთონ მეცნიერებასა და კოსმოსის კვლევაში.
მიუხედავად იმისა, რომ მარსზე ოფიციალური მისია შესაძლოა წლობით დაგვიანდეს, კარსონი უკვე გახდა მთელი თაობის ამბიციების სიმბოლო, რომელიც ცდილობს კაცობრიობის დედამიწის მიღმა გაყვანას.
არ მეშინია კოსმოსში არსებული რადიაციის, ძალიან კარგად ვიცნობ ამ მოვლენას. ახლა ეს საშიშროება ჩემთვის ნორმა გახდა. ყოველთვის არის იმის ალბათობა რომ რაღაც ისე არ მოხდება როგორც იგეგმებოდა, ვინაიდან არცერთი კოსმოსური მისია არ ყოფილა აბსოლუტურად უსაფრთხო. მაგრამ, მე მჯერა, რომ მარსზე გამგზავრების შესაძლებლობა ნებისმიერ რისკს გადაწონის