სოჭისკენ თვითმფრინავის გატაცებაში ეჭვმიტანილი უკრაინის ოპოზიციის აქტივისტია

უცხოური მედიის ცნობით, პირი, რომელმაც „ხარკოვი-სტამბოლის“ რეისის თვითმფრინავის გატაცება სცადა, არტიომ კოზლოვი აღმოჩნდა. ის უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი და ხარკოვის რაიონის დეპუტატის – ივან ვარჩენკოს ვებგვერდ „ბალტივშინას“ ადმინისტრატორი იყო. უკრაინელი კოზლოვი ევრომაიდნის აქციებზე პირველი დღიდანვე დადიოდა და მისი აქტიური მონაწილე იყო. უცხოური მედია წერს, რომ ის 44 წლის არის, ჰყავს 2 შვილი, ხარკოვის საავიაციო ინსტიტუტი დაამთავრა. ცნობილია ისიც, რომ არტიომ კოზლოვი კერძო კომპიუტერულ კომპანიაში მუშაობს. თვითმფრინავის გატაცებაში ეჭვმიტანილმა სოციალურ ქსელში ვიტალი კლიჩკოსთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.1624682_10202128234345054_1120048276_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები