ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ბავშვთა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” კანონის აღსრულების კონტროლის შედეგებზე იმსჯელა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „ბავშვთა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” კანონის აღსრულების პროცესის საპარლამენტო კონტროლის (PLS) შედეგად გამოვლენილი გამოწვევების თაობაზე იმსჯელეს.

ჩატარებული მონიტორინგის შედეგები კომიტეტს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა წარუდგინა. მან იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც პრაქტიკულად, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში წარმოიშვება და საჭიროებს შესაბამის ცვლილებებს.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ანგარიში „ბავშვთა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” კანონის აღსრულების პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით ჩატარებული საპარლამენტო კონტროლის (PLS) შედეგების თაობაზე. ამას წინ უძღოდა შეხვედრები ფართო საზოგადოების ჩართულობით, გაეროს განვითარების პროგრამისა კონტროლის ფარგლებში. გამოითქვა მოსაზრებები. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე მსჯელობა კომიტეტში გაგრძელდება”,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.

მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ზრუნვის სააგენტოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები