ალექსანდრე დარახველიძე: გამოძიება გასცემს პასუხს კითხვას – ეს იყო ავტომობილის გაუმართავობით მომხდარი შემთხვევა თუ განზრახ, კონკრეტული პირის მხრიდან განხორციელებული ქმედება

გამოძიება გასცემს პასუხს კითხვას – ეს იყო ავტომობილის გაუმართავობით მომხდარი შემთხვევა თუ განზრახ კონკრეტული პირის მხრიდან განხორციელებული ქმედება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წალენჯიხის მერის ავტომანქანის დაწვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

“ჩვენ მყისიერად დავიწყეთ გამოძიება, თუმცა, მე ვერ დაგეთანხმებით იმაზე, რომ ეს კონკრეტული პირის მხრიდან განხორციელდა. ეს არის გამოძიების პრეროგატივა. როგორც კი შეტყობინება შემოვიდა, გამოძიება დავიწყეთ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამოძიება გასცემს პასუხს კითხვას – ეს იყო შემთხვევით და ვთქვათ, ავტომობილის გაუმართავობით მომხდარი შემთხვევა თუ ეს იყო განზრახ, კონკრეტული პირის მხრიდან ჩადენილი ქმედება.
საჭიროა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ამ ფაქტს გამოიკვლევს”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები