ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა

   ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე 2 საათით შეფერხებული იყო მოძრაობა. ავტომანქანების ინტენსიურმა ნაკადმა საცობი წარმოქმნა.
მაგისტრალის ბუკნარის მონაკვეთზე გზა ტრაილერმა ჩახერგა, სატვირთოს საბურავები დაეშვა. შეფერხების განმავლობაში გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებდა, თუმცა ვითარებას დაუმორჩილებელი მძღოლები ართულებდნენ, რომლებიც საცობიდან დაღწევას მოძრაობის წესების დარღვევით ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები