სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელი ჯგუფი შეფასებებს 13 ოქტომბერს გაასაჯაროებს

პარლამენტში სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს. ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის მსურველ 19 კანდიდატს აფასებს.

„შემფასებელი ჯგუფი აფასებს 19 კანდიდატს, რომელმაც შემოიტანა განაცხადი და 13 ოქტომბერს ექნება ამ ჯგუფს თავისი შეფასებები, რომელიც გასაჯაროვდება, შემდეგ კი ოპოზიციას, ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, უფრაქციო დეპუტატების 7-კაციან ჯგუფს შეეძლება 21 ოქტომბრის ჩათვლით ვადაში დაასახელოს კანდიდატები, რომელიც არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 2022 წელს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს კანდიდატურები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრა სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნა 9 წევრის შემადგენლობით.
სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატთა შეფასების შემდეგ, რეგლამენტით განსაზღვრულ სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, პარლამენტს წარუდგინონ კანდიდატები იმ პირთაგან, ვინც პარლამენტს შეფასების პროცესში მონაწილეობის მისაღებად მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები