ანრი ოხანაშვილი: “ხალხის ძალის” განცხადებებს პრორუსულს ვერ დავარქმევდი
„ხალხის ძალას” განცხადებები, მე რაც მაქვს მოსმენილი და ნანახი, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავარქმევდი პრორუსულ განცხადებებს, როგორც ამას თქვენ ეძახით”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა “ხალხის ძალაზე” და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხს, ოხანაშვილის შეფასებით, მათი აქტივობები და ფინანსები საჯარო უნდა იყოს.
“არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებულ აქტივობებს რაც შეეხება, ეს ყველაფერი წესით ისედაც საჯარო უნდა იყოს და ვფიქრობ, არავითარი პრობლემა იმაში, თუ ეს გასაჯაროვდება, არ უნდა იყოს. ეს ორგანიზაციები უნდა საქმიანობდნენ გამჭვირვალედ.
აშშ -ის მხარდაჭერა დემოკრატიის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, ეს უკვე აშშ- ის საელჩოზეა დამოკიდებული როგორ გამოეხმაურებიან და მე ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას დაფინანსების გასაჯაროებაში. „ხალხის ძალას” განცხადებები, მე რაც მაქვს მოსმენილი და ნანახი, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავარქმევდი პრორუსულ განცხადებებს, როგორც ამას თქვენ ეძახით. შეკითხვის დასმის უფლებაზე თუკი ვიტყვით, რომ პრორუსულია, მაშინ დემოკრატიაში კითხვის უფლებაც პრორუსული ყოფილა, რაც აბსურდია.
კითხვის დასმის, აზრის ქონის და თავისუფლად გამოხატვის უფლება ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და რუსეთში ამ უფლებას უზღუდავენ, საქართველოში ამ უფლების რეალიზების შესაძლებლობა ყველას აქვს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.