სალომე ზურაბიშვილი: შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა – მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას

“შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე” წერს.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას.

“მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!”, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით უკრაინის ქალაქებზე მასობრივი თავდასხმა განახორციელეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები