ირაკლი ღარიბაშვილი – მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცების დამონტაჟებულ რაღაც საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები, ეს არ არის საინტერესო

მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცების დამონტაჟებულ რაღაც საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები, ეს არ არის საინტერესო, – ამის შესახებ პრემიერმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სუსის მიერ „ქართული ოცნების“ მოსმენას შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უსმენს მთელი საქართველო.

„ესე იგი, „ქართულ ოცნებას“ უსმენს მთელი საქართველო. სუსიც უსმენს „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მმართველი ძალა. მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცების დამონტაჟებულ რაღაც საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები, ეს არ არის საინტერესო,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები