კონკურსზე “IWSC Wine Judging in Georgia” რეგისტრაცია დასრულებულია – ქართველი მეღვინეები “IWSC”-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ
კონკურსზე “IWSC Wine Judging in Georgia” რეგისტრაცია დასრულებულია. კონკურსის ორგანიზატორების თქმით,დარეგისტრირების მსურველთა ნაკადი არ წყდებოდა, შესაბამისად, კონკურსში უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის ღვინო დარეგისტრირდა. პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ.
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) 13 ოქტომბერს უმასპინძლებს. IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოს მოსაპოვებლად მხოლოდ ადგილობირივი და ქართველი მეღვინეები იბრძოლებენ, რაც მათთვის უპრეცენდენტო შანსია. მედალოსანი ღვინოები კონკურსის დღეს 13 ოქტომბერს გამოვლინდება, ხოლო კონკურსის გამარჯვებულების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს მოხდება.
კონკურსის ფარგლებში მათ ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ჟიურის წევრებს ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს, რომელთა შემადგენლობაში არიან, ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია. ასევე ცნობილია IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობაც, რომლებიც წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს შეაფასებენ. ესენი არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, ღვინის ექსპერტი გიორგი დაქიშვილი, ენოლოგი და ღვინის ექსპერტი ლადო უზუნაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი დავით ჩიჩუა, სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი, ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე, ენოლოგი პატრიკ ჰონეფი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.
“საოცარი მოვლენა გველოდება ღვინის სფეროში. 7 ოქტომბერს, 17:00 საათამდე დარეგისტრირების მსურველთა ნაკადი არ წყდებოდა, შესაბამისად, კონკურსში უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის ღვინო დარეგისტრირდა. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა მონაწილეს. ჟიურის წევრების გამოცდილების საქართველოში გაზიარება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ღვინის, ასევე ტურიზმის სექტორისთვისაც. ისინი არ არიან მხოლოდ ღვინის სფეროს წარმომადგენლები, არიან ბაიერებიც, რომლებთან კომუნიკაციაც ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს. თითოეული ღვინის განხილვა ხდება დეტალურად და ყველა შენიშვნა, ეს იქნება დაკავშირებული გემოვნურ თვისებებთან და ა.შ. იწერება და გადაეცემათ მონაწილეებს. გარდა იმისა, რომ ვიღაც გაიმარჯვებს, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება ყველასთვის. მაგალითად, მცირე მარნებს შესაძლებლობა ეძლევათ თავადაც წავიდნენ საზღვარგარეთ, გააგზავნონ თავიანთი ნიმუშები და გახდნენ ამ საზოგადოების წევრი,“- აღნიშნავს IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე.
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.
ცნობისთვის, კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. მედალოსანი ღვინოები 13 ოქტომბერს გამოვლინდება.