გია აბაშიძე: “შავი ფული” ტრიალებს ამ ტელევიზიებში და ეს ოპოარხები ორმაგი ბუღალტერიით მუშაობენ; წლიურად, “მთავარი“ და „ფორმულა“ დაახლოებით 50 მილიონს ხარჯავენ, “ტვ პირველი“ – ოდნავ ნაკლებს

,,ვის ატყუებთ თქვენ? აქ რაც წერია, რეალურად, ზღვაში წვეთია. სხვის ფულს კი კარგად ითვლით და სხვების ჯიბეში კარგად იქექებით,’’ – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ნოდარ მელაძის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც მელაძე ტელეკომპანია ,,პირველის’’ ფინანსებზე საუბრობს.

ანალიტიკოსის თმით, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, გამოდის, რომ ჟურნალისტების ანაზღაურება თვეში 300-400 ლარს შეადგენს, თუ ეს ინფორმაცია არ დადასტურდება, მაშინ გამოდის, რომ შავი ფული ტრიალებს და ტელევიზიები ორმაგი ბუღალტრული სქემით მუშაობენ.

,,ვის ატყუებთ თქვენ? აქ რაც წერია, რეალურად ზღვაში წვეთია. სხვის ფულს კი კარგად ითვლით და სხვების ჯიბეში კარგად იქექებით….
რეალურად იცით თუ რა ხდება? “შავი ფული” ტრიალებს ამ ტელევიზიებში და ეს ოპოარხები ორმაგი ბუღალტერიით მუშაობენ. წლიურად, “მთავარი“ და „ფორმულა“ დაახლოებით 50 მილიონს ხარჯავენ, “ტვ პირველი“ ოდნავ ნაკლებს. თუ ეს სიმართლეა და „ტვ პირველი“ წლიურად 8 მილიონს ხარჯავს, გამოდის, რომ თანამშრომლებს თვეში 300-400 ლარად ამუშავებს. გამოვიდნენ და თქვან ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და სხვა თანამშრომლებმა, ეს მართლაც ასეა? 300-400 ლარზე მუშაობენ თვიურად? არა, რასაკვირველია! თუ ასე არ არის, ავტომატურად მტკიცდება, რომ „ფორმულაზე“, „მთავარზე“ და „ტვ პირველზე“ “შავი ფული“ ტრიალებს და ორმაგი ბუღალტრული სქემით მუშაობენ,’’ – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები