პრემიერი: ოპოზიციის მმართველობის დროს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა დაახლოებით, 27 მილიარდი ლარი იყო, ახლა – 80 მილიარდია, ბოლო 2 წელიწადში კი 30 მილიარდით გავზარდეთ

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა იყო 27 მლრდ ლარი, დაახლოებით. 80 მლრდ არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა ახლა და ბოლო 2 წელიწადში, ჩემი პრემიერობის დროს, 30 მლრდ-ით გავზარდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამას გარდა, ჯამში, თითქმის 80 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„ეს არის პასუხი და ფაქტი. ამას გარდა, თითქმის 80 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ჯამში. ბიზნესმა, საზოგადოებრივი სამუშაოებიც ცალკე ემატება და ეს არის მინიმუმი, რაც ჩვენ ამ 8 თვის განმავლობაში შევძელით. ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე არის შემცირებული და კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება ჩვენ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები