გიორგი ხელაშვილი: ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით, ხორვატიის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

„ხორვატიის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნის წევრობის მხარდაჭერის, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მხრივ. ხორვატიის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დომაგოი ჰაიდუკოვიჩს მოუსმინეს.

მისი თქმით, ხორვატია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და საქართველოს წამყვანი პარტნიორია.

„თქვენზე უკეთ არავინ იცის ის გზა, რაც ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გაიაროს, ვინაიდან თქვენ ეს გზა წარმატებით გაიარეთ და ამ მხრივ სხვა ქვეყნებთან ერთად, სამაგალითო სახელმწიფოს წარმოადგენთ”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს სრული და ნაყოფიერი საერთაშორისო კოორდინაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ასევე, მისასალმებელია საკანონმდებლო ორგანოებს შორის აქტიური ურთიერთობები. ორმხრივ ურთიერთობებში სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება პრიორიტეტია თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ძალიან შორს ვართ ამ მხრივ იმ პოტენციალის გამოყენებისგან, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აქვთ”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები