მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ქვეყანასა და ეკლესიას ებრძვის, რომელსაც ებრძოდნენ ბოლშევიკები და დღეს ებრძვიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები

“ნაცმოძრაობა” რომ დაგიძახებს რაღაც ცუდს და მათ შორის, ანტიდასავლურ ძალას, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ, ანუ მაშინ ხარ ევროპელიც, დასავლეთელიც და მაშინ იბრძვი შენი სამშობლოსთვის”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს საქართველოს ისტორიაში უფრო ბოლშევიკური და ანტიდასავლური ძალა, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა.

“ნაცმოძრაობა” რომ დაგიძახებს რაღაც ცუდს და მათ შორის, ანტიდასავლურ ძალას, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ, ანუ მაშინ ხარ ევროპელიც, დასავლეთელიც და მაშინ იბრძვი შენი სამშობლოსთვის, რადგან არ არსებობს საქართველოს ისტორიაში უფრო ბოლშევიკური და ანტიდასავლური ძალა, როგორიც არის “ნაცმოძრაობა,” რომელიც სიტყვით ყოველთვის დეკლარირებს ვითომ დასავლეთისკენ და საქმით ყოველთვის აკეთებს მტრის საქმეს, ანტიქართულ საქმეს, ასე იყო რეზოლუციის შემთხვევაში, როცა ქართველ მებრძოლებს ომის დაწყება დააბრალეს, ასე იყო სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის შემთხვევაშიც და ასეთია მათი ისტორია, დღესაც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ, სხვა ქვეყნების ინტერესები გაატარონ და საკუთარი მერკანტილური ინტერესები წამოწიონ წინ. ერთადერთი პარტიაა, რომელიც ებრძვის ამ ქვეყანას, ეკლესიას, რომელსაც ებრძოდნენ ბოლშევიკები, ქართულ იდენტობას ებრძოდნენ ბოლშევიკები და დღეს ებრძვის “ნაცმოძრაობა”,- განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები