რუსთავში მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე ვაკანსიები გამოცხადდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის არეალის გაფართოების მიზნით, თბილისის შემდეგ, ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, რუსთავში ვაკანსიები გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსი გამოცხადდა მართლწესრიგის ოფიცრის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

აღნიშნული ინსტიტუტი მიზნად ისახავს პოლიციის პრევენციული საქმიანობის გაძლიერებას. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები ასევე მოიცავს: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებას; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირებას. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში დაინერგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები