ელისო ბოლქვაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი კაან ორბაის შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი კაან ორბაის შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„განვიხილეთ თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის ფარგლებში ერთობლივი ღონისძიების გამართვის შესაძლებლობა”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.