სოფელ ყარაფილასთან ოკუპანტებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს
სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი.
უწყების ცნობით, საკითხი განხილული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.
უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.