გიორგი ცუცქირიძე: მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს – წლის ბოლოს რეგიონსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა გვექნება

დღეს მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს და წლის ბოლოს გვექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონში და მსოფლიოში, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ქვეყნის შეუქცევადმა სტაბილიზაციამ და პოზიტიურმა მოლოდინებმა ბიუჯეტში მოიტანა მეტი შემოსავალი მოიტანა.

„მაღალი ეკონომიკურ ზრდის ეფექტი, რომ ცარიელი ციფრები არ არის, გაზრდილი, უფრო სწორედ დაკორექტირებული ბიუჯეტის პროექტი ადასტურებს.

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 2023 წელს იქნება 24.3 მილიარდი ლარი, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, იმ უმოკლეს დროში, რაც ეკონომიკაზე პანდემიამ იქონია, რა დროსაც ეკონომიკა შემცირდა 6.8%-ით და გაიზარდა მთავრობის ვალი. შესაბამისად, იყო შემოსავლების შემცირება, უმუშევრობის ზრდა, რასაც მოჰყვა დამატებით საგარეო ვალის აღება. იმ პერიოდში მთავრობის ვალმა მშპ-ის 60%-ზე მეტი შეადგინა. ამასთან, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა ასევე სარეკორდო 9.3 % შეადგინა.

ეკონომიკური რეცესია გაგრძელდა შარშან პირველ კვარტალშიც და რეალური ეკონომიკა 4.1 %-ით შემცირდა.

დღეს ჩვენ გვაქვს უკვე მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რამაც არა მხოლოდ 2020 წელს მიღებული დანაკარგის სრული აღდგენა, არამედ, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკის დონის 2.9 %-ით გაზრდაც გახადა შესაძლებელი.  ამასთან, შარშან, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 6.1%-მდე, მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოსცდა მშპ-ის 50%-იან ნიშნულსაც.

დღეს მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს და წლის ბოლოს გვექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონში და მსოფლიოში.

ნიშანდობლივია, რომ თუ ბიუჯეტში ჩადებული იყო 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2022 წლის ბიუჯეტში და ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო დაახლოებით 65 მილიარდ ლარამდე, ხოლო დეფიციტის მაჩვენებელი მშპ-ის 4,4%-ს შეადგენდა,  8 თვეში ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებელმა საშუალება მოგვცა, რომ წელს არსებული ბიუჯეტი გაგვეზარდა. ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 8,5%, ხოლო ნომინალური მშპ-ის პროგნოზი 72 მლრდ ლარს შეადგენს.

ქვეყნის შეუქცევადმა სტაბილიზაციამ და პოზიტიურმა მოლოდინებმა მოიტანა ის, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. მთავრობის ვალი კი, მშპ-ის 40% მდე.

დაკორექტირებულკი ბიუჯეტის მიხედვით იზრდება: საჯარო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციის დაფინანსება, საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხეკლფასები, ამასთან 500 ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაფინანსდება, რაც ძალზე მნიშვნელოვანი განათლების რეფორმის თვალსაზრისით, იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებიც ისევე როგორც გასულ წელს 10 %-ით, რაც მთვარია იზრდება ყველა კატეგორიის პენსიონერთა პენსიები. ხოლო მთლიანობაში ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მილიონი ლარით!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები