ელისო ბოლქვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებასა და ორი ქვეყნის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება სომხეთის ეროვნული კრების მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში, აქედან გამომდინარე, განვიხილეთ მომავალი სამუშაო შეხვედრების ორგანიზაციული საკითხები. საუბარი ასევე შეეხო სომხეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის ფარგლებში ერთობლივი ღონისძიების გამართვის შესაძლებლობას“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები