ფინელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ფინეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს ფინეთის პოპულარული მედიასაშუალებების წარმომადგენლები ეწვივნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრესტურის ფარგლებში, სამოგზაურო ჟურნალის Matka-ს, Alma Media -ს, Otava Media-ს და სხვა გამოცემების ჟურნალისტები თბილისს, სიღნაღს, ყვარელს, ალავერდს, წინანდალს, მცხეთას, ანანურსა და სტეფანწმინდას ესტუმრნენ. პრესტურის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ქართული ღვინის, სამზარეულოს, ბუნებისა და კურორტების შესახებ სტატიები მომზადდება.
პრესტურის მიზანია ფინეთიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა საქართველოში.