იუოზას ოლეკასი: ბელარუსს აფხაზეთზე გავლენა ვერ ექნება – აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია

ბელარუსს აფხაზეთზე გავლენა ვერ ექნება. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ლუკაშენკოს ვიზიტი ავტორიტარულ რეჟიმებს შორის სოლიდარობის გამოვლენაა, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, იუოზას ოლეკასმა განაცხადა, რითაც ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროკავშირის პოზიცია მტკიცეა რუსეთის და ბელარუსის მიმართ.

„გვაქვს რეზოლუციები ლუკაშენკოსა და მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ დაწესებულია სანქციები. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბელარუსის მოსახლეობას, რომელიც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის და ლუკაშენკოს მხრიდან რეპრესიების ქვეშაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთის და ბელორუსის ხელისუფლება ძალიან სუსტია. ისინი იზოლაციაში არიან. ევროპარლამენტი უკრაინას და საქართველოს უჭერს მხარს. დემოკრატიული სამყარო გაერთიანებულია რუსეთის წინააღმდეგ და ვართ უკრაინის გვერდით თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ოლეკასმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები