ვიოლა ფონ კრამონი: ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, მისი ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს

ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც არ აღიარებს ევროკავშირი. მისი ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება.

“ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც არ აღიარებს ევროკავშირი. მისი ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს. მაგრამ შეხსენებაა ყველა რუსეთის მშვიდობისმყოფელისთვის საქართველოში, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა.
ლუკაშენკო პუტინით დასრულდება”, – წერს ევროპარლამენტარი “ტვიტერზე”.

ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში გუშინ, 28 სექტემბერს ჩავიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი დაიბარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები