თომას მიულმანი: ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ვგმობთ ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში

საქართველოში ავსტრიის ელჩის, თომას მიულმანის განცხადებით, ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას.

„ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ამ ვიზიტს“, – განაცხადა ელჩმა.

ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში გუშინ, 28 სექტემბერს ჩავიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი დაიბარა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები