თორნიკე რიჟვაძე: აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერანაირი ვიზიტი ვერ შეცვლის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საქციელი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, არღვევს ოკუპაციის კანონს და მიუღებელია.

„მინდა, გამოვეხმაურო ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, არღვევს ოკუპაციის კანონს და, რა თქმა უნდა მიუღებელია, აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერანაირი ვიზიტი ვერ შეცვლის”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები