იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა ის არის, რომ არასოდეს აღიარებენ შეცდომებს და უნდათ, ხალხმა ისე აპატიოს

„ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი არასოდეს არ აღიარებენ შეცდომებს და უნდათ, ხალხმა ისე აპატიოს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია.

„ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი არასოდეს არ აღიარებენ შეცდომებს და უნდათ, ხალხმა ისე აპატიოს, შეცდომების არაღიარების გარეშე. არადა, პატიება შეცდომების აღიარებით იწყება. ჩემი აზრით, ეს უნდა გაიაზროს ახალმა „ნაცმოძრაობამ“, პარტიის რეფორმაცია რომ დაიწყება, თუ დაიწყო, ან დაიშალოს. სწორი გაგრძელება ასე წარმომიდგენია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები