სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ახალარჩეული პატრიარქის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება შედგა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ, საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი) ჯვარ-პანაღია და კვერთხი. ასევე, პატრიარქის აღსაყდრების ძირითადი ნაწილის ბოლოს, ახალარჩეულ პატრიარქ შიო III-ს დაადგეს უძველესი საპატრიარქო მიტრა.
შიო III-ის ინტრონიზაცია საზეიმო წირვით დაიწყო, რომელსაც წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები აღასრულებდნენ.
სადღესასწაულო მსახურება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო. ტაძარში იმყოფებიან მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები. ასევე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი გუშინ აირჩია.