ყვარელში ნოტარიუსებისთვის შეხვედრა გაიმართა

  საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ორგანიზებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში ნოტარიუსებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ნოტარიუსებმა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს, კერძოდ, განიხილეს “დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ” დებულების პროექტი, რომელიც ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ მოამზადა. შეხვედრის დამსწრეებმა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები და მოსაზრებებიც წარადგინეს.
საუბარი შეეხო აგრეთვე სანოტარო პრაქტიკის განზოგადებას, ნოტარიუსებისთვის აქტუალურ საკითხებს. საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას, პირველ ეტაპზე, ნოტარიუსთა ნაწილი ესწრებოდა. მეორე ეტაპი 23-24 აგვისტოს არის დაგეგმილი.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსებისთვის სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს სისტემატურად აწყობს. წელიწადში ორჯერ ტარდება სავალდებულო სემინარები, სადაც ნოტარიუსებისთვის აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები