AP: თურქეთმა თანამდებობის 10 პირი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სამშაბათს დააკავა სტამბოლის რაიონის მუნიციპალიტეტების 10 მაღალი თანამდებობის პირი, ქურთ ბოევიკებთან სავარაუდო კავშირების გამო,- ამის შესახებ იტყობინება სახელმწიფო სააგენტო Anadolu.

მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან კარტალისა და ათაშეჰირის რაიონების მერის მოადგილეები და რვა რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ყველა მათგანი თურქეთის მთავარი ოპოზიციური “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” (CHP) წევრია.

ისინი დააკავეს მუნიციპალურ თანამდებობებზე, ქურთ ბოევიკებთან სავარაუდო კავშირების მქონე პირების დანიშვნის გამო, რითაც ქურთისტანის მუშათა პარტიას მუნიციპალიტეტებში შეღწევის უფლება მისცეს.

როგორც მედია იუწყება, კრიტიკოსები დაკავებებს განიხილავენ, როგორც სამთავრობო კამპანიის ნაწილს, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დისკრედიტაციისთვის, რომელიც განიხილება როგორც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოტენციური კონკურენტი, ოპოზიციის სხვა ფიგურებთან ერთად.

ერდოღანის მთავრობა უარყოფს ბრალდებებს, რომ ის ზეწოლას ახდენს სასამართლოებზე და ამტკიცებს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მუშაობს.

იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ თუნჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებებს არანაირი კავშირი არ აქვს მთავრობასთან.

”მართლმსაჯულების მიერ დაწყებული საქმეების დაკავშირება ჩვენს პრეზიდენტთან, საუკეთესო შემთხვევაში, თავხედური და შეუსაბამოა,” – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები