გვჯერა, რომ ამერიკის წყალობით მყარ მშვიდობას მივაღწევთ – ზელენსკი
დონალდ ტრამპთან საუბარში, მხარი დავუჭირე ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტას, მზად ვართ, მისი განხორციელებისათვის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინას სჯერა, რომ ამერიკასთან და პრეზიდენტ ტრამპთან ერთად მყარი მშვიდობის მიღწევა წელს იქნება შესაძლებელი.
“შევთანხმდით, რომ უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელონ ერთად მუშაობა ომის ნამდვილად დასრულებისა და მყარი მშვიდობის მისაღწევად. გვჯერა, რომ ამერიკასთან, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად და ამერიკული ლიდერობით მყარი მშვიდობის მიღწევა წელს შეიძლება”,- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა, პუტინთან მისი საუბრის დეტალები და საკვანძო განხილული საკითხები გაუზიარა.
“ომის სრულად დასრულებისკენ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტა. მხარი დავუჭირე ამ ნაბიჯს, და უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად ვართ მისი განხორციელებისათვის. ჩვენმა გუნდებმა ეს ნაბიჯი ჯიდაში განიხილეს. ამერიკული მხარე ასევე ფრონტის ხაზზე უპირობო ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით გამოვიდა და უკრაინამ ამ წინადადებასაც დაუჭირა მხარი. გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ეს მოხდეს”,- აღნიშნავს უკრაინის ლიდერი.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს მათი მხარდაჭერისთვის. წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინული და ამერიკული გუნდები მომდევნო დღეებში ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან.