ნინო დარასელი ეროვნულ ნაკრებზე: ჩემთვის სულ ერთია აწი რას იზამენ, ასე რომ მეც ზურგით დავდგები

ნინო დარასელი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მიერ გასამართ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მისთვის სულ ერთია, ფეხბურთელები რას იზამენ.

როგორც ის აღნიშნავს, თუ აქციაზე მონიტორს მიიტანენ და ნაკრების თამაშის ყურებას დააპირებენ, პროტესტის ნიშნად, აპირებს ზურგით დადგეს მონიტორთან, ვინაიდან, ფეხბურთელებს ქვეყანა “ჰკიდიათ”.

“ჩემთვის სულ ერთია აწი რას იზამენ, ასე რომ მეც ზურგით დავდგები. მეგონა საქართველოსთვის თამაშობდნენ, და თურმე მაგრად ჰკიდიათ ქვეყანაც და გულშემატკივარიც, რომელიც მეოთხედფინალში გასულებს ისე დახვდა, გეგონება ევროპის ჩემპიონები გახდნენ.” – წერს ნინო დარასელი.

ეროვნული ნაკრები 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის პირველ მატჩს სომხეთის ნაკრებთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები