მედია: საერთაშორისო რეაქცია სტამბოლის მერის დაკავებაზე უარყოფითია

საერთაშორისო რეაქცია სტამბოლის მერის, ერქემ იმამოღლუს დაკავებაზე უარყოფითია. ევროკავშირის, საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალური პირები გმობენ დაპატიმრებებს.

“იმამოღლუს დაკავებას ახასიათებს ზეწოლის ყველა ნიშანი, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიჩნეულ პოლიტიკურ ფიგურაზე“,- ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაკავებას “ღრმად შემაშფოთებელი” უწოდა.

”თურქეთმა უნდა დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, განსაკუთრებით არჩეული ოფიციალური პირების უფლებები”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის თქმით, დაკავებებმა აჩვენა, რომ „ოპოზიციური პოლიტიკოსებისთვის სივრცე სულ უფრო მცირდება“.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაპატიმრებამ ასევე შეაშფოთა ინვესტორები. თურქული ლირა, ამავდროულად, მოკლე დროში დაეცა დოლართან მიმართებით, ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, რადგან ბაზრები ცუდად რეაგირებდნენ პოლიტიკურ გაურკვევლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები