შვეიცარიის ალპებში თვითმფრინავი ჩამოვარდა – სავარაუდოდ, 3 ადამიანი დაიღუპა

მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც დანიისკენ მიემართებოდა, ალპებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ შვეიცარიაში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი.

თვითმფრინავი დანიიდან 13 მარტს ჩამოფრინდა და კოპენჰაგენის მახლობლად, როსკილდეში ბრუნდებოდა.

პოლიციამ განაცხადა, რომ თვითმფრინავი აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა და დაიწვა. მსხვერპლთა იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები