ბათუმში, საცხოვრებელ ბარაკში ხანძარი გაჩნდა
ბათუმში, საცხოვრებელ ბარაკში დღეს ცეცხლი გაჩნდა.
ინფორმაცია “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.