უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას ამერიკისთვის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა შესთავაზა,- ამის შესახებ სახელმწიფოს ლიდერმა ტრამპთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კიევმა პირობა დადო, რომ მოამზადებს იმ ობიექტების სიას, რომელთაც ენერგეტიკული და სამოქალაქო კლასიფიკაცია ექნებათ და, შეთანხმების მიხედვით, მათზე თავდასხმა არ უნდა მოხდეს.
„ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება. ეს გამოწვევა იქნება ჩვენთვის და ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ უკრაინას ამ საკითხებში, თუმცა ეს ძალიან გაგვიჭირდება. პრეზიდენტ ტრამპს ესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად იურიდიულად არ ვაღიარებთ. არის ტერიტორიები, ქალაქები, რომლებიც ამა თუ იმ საკონტაქტო ხაზით არიან გაყოფილი. თუ ზოგ ადგილას ამ ხაზს დატოვებთ, თქვენ უბრალოდ დატოვებთ ქალაქებს სიცოცხლის გარეშე. ნახევარ ქალაქში არავინ დაბრუნდება და თუ ეს დიდ ქალაქებს დაემართება, მაშინ ეს იქნება ბერლინი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.