ესპანეთში 14 წლის წინ გარდაცვლილი ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს
ესპანეთში, კოსტა დელ სოლიში, ბინაში ქალის მუმიფიცირებული ცხედარი იპოვეს, რომელიც, სასამართლო ექსპერტების პირველადი გამოკვლევებით, დაახლოებით 14 წლის წინ გარდაიცვალა.
ცხედარი მრავალბინიანი სახლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა და მისმა 11 წლის ქალიშვილმა აღმოაჩინეს, შემდეგ კი მეზობლებსა და სამართალდამცველებს შეატყობინეს.
პოლიცია ახლა ქალის ნათესავებს ეძებს, რათა დაადგინოს მისი ვინაობა და გამოიკვლიოს, თუ როგორ შეიძლებოდა ის გარდაცვლილიყო. პოლიცია ვარაუდობს, რომ ესპანელი ქალი დაახლოებით 85 წლის იყო, როცა გარდაიცვალა.