ირაკლი ქადაგიშვილი: გვაქვს მყარი მოლოდინი, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა არა მარტო დაუბრუნდება სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს, არამედ ეს ჩარჩო იქნება კონკრეტული დღის წესრიგით გამდიდრებული

„გვაქვს მყარი მოლოდინი, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა არა მარტო დაუბრუნდება სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს, არამედ ეს ჩარჩო იქნება კონკრეტული დღის წესრიგით გამდიდრებული – სწორედ ეს შეთავაზება გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ გვქონდეს კონკრეტული დღის წესრიგი, რა დროში რა მიზანი უნდა იქნას მიღწეული, „- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქნება აღქმული ყველა მხრიდან და „ამას წინ არაფერი დაუდგება”.

„თქვენ იცით, ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისათვის. იმ ნეგატიურ ფონს, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს იყო შექმნილი, თავისი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა. დღეს ეს კონკრეტული მიზეზები მოხსნილია. ახალი ადმინისტრაცია ბევრ საკითხში, როგორც იდეოლოგიური კუთხით, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, იდენტურ პოზიციებს გამოხატავს, ამიტომ ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი იმისა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა არა მარტო დაუბრუნდება სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს, არამედ ეს ჩარჩო იქნება კონკრეტული დღის წესრიგით გამდიდრებული. ჩვენ სწორედ ეს შეთავაზება გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ გვქონდეს კონკრეტული დღის წესრიგი, რა დროში რა მიზანი უნდა იქნას მიღწეული. ვფიქრობ, ეს დღეს უფრო რეალურია. ვფიქრობ, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქნება აღქმული ყველა მხრიდან და ამას წინ არაფერი დაუდგება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები