ჯანდაცვის სამინისტრო „კაზანტიპთან“ დაკავშირებით ანაკლიაში დამატებით ჯგუფებს გზავნის

   საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკა „კაზანტიპთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს. ელექტრონილი საცეკვაო მუსიკის ფესტივალის პერიოდში, 20-30 აგვისტოს არასასურველი ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ანაკლიაში დამატებით ჯგუფებს გზავნის. როგორც „კვირას“ ფესტივალის პრესსამსახურიდან აცნობეს, 24 საათის განმავლობაში ადგილზე იმორიგევებს 2 კატასტროფის და ერთი გულის მანქანა, სულ 3 ჯგუფი. ამას გარდა, გამოიყოფა ტერიტორია ამბოლატორული მომსახურებისთვის. ზუგდიდის კლინიკაში კი გამოიგზავნება დამატებითი ექიმების ჯგუფი. ასევე შეგახსენებთ, რომ ადგილზე, პროექტის უსაბრთხოებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი შემადგენლობა, 1000 კაცის ოდენობით. რესპუბლიკა „კაზანტიპში“ იმორიგევებს ასევე მაშველთა გუფი. როგორ „კაზანტიპის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რესპუბლიკა „კაზანტიპის“ გრანდიოზული პროექტი საქართველოს ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს ჰპირდება.
13 აგვისტოს, 11 საათზე, ანაკლიის ცენტრში ახალი მუნიციპალური ბაზარი იხსნება, რომელიც 200 – ზე მეტ მოვაჭრეზეა გათვლილი. იმავე დღეს გაიხსნება ავტოპარკი, სადაც უკვე 500-ზე მეტი ტაქსია დარეგისტრირებული. გარდა ამისა, ფესტივალის პრესსამსახურის ცნობით, ანაკლიიდან განმუხურამდე იხსნება: 16 ბარი, ბუნგალო და ლაუნჯი, სადაც მშენებლობებზე დასაქმებულია 100-ზე მეტი ადგილობრივი. 20-მდე მშენებარე, ან ახლად გახნილი კაფე, საოჯახო სასტუმრო ანაკლიის ტერიტორიაზე. რამდენიმე ასეული საოჯახო სასტუმრო და 17 ათასი დასაძინებელი ადგილი: ანაკლიაში, განმუხურში დარჩელსა და კახათში. ერთი ადგილის ფასი 15-დან 80-ლარამდე. კარვების ქალაქი განმუხურში. სულ 2500 კარავი, 5 ათას კაცზე გათვლილი ბანაკი. კომფორტული პირობები: საშხაპეები, საპირფარეშოები შემნახველი საკნები. ამასთან, როგორც პრესსამსახურში აცხადებენ , ფესტივალზე ჩამოდის მსოფლიოში საუკეთესო 200-მდე მუსიკოსი, არტისტი და DJ მსოფლიოს 30-ზე მეტი სახელმწიფოდან. მათ შორის დოლფინი, სექვოია, ჯეიმს ჯონსი, გაი გერბერი….
პროექტში მონაწილეობს 15-მდე ქართველი მუსიკოსი. „კაზანტიპის“ ორგანიზატორებმა ანაკლიაში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოსაყვანად 2.5 მილიონი დოლარი დახარჯეს. 20-დან 50 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური ანაკლიაში. პროექტზე დასასწრებად დიდი მოთხოვნის გამო „კაზანტიპის“ ორგანიზატორებმა რესპუბლიკის ტერიტორიის ფართობი გაზრდა გადაწყვიტეს. ანაკლიაში „კაზანტიპის“ ტერიტორია 450 ათასამდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, ზღვის სანაპირო ზოლი კი 2800 მეტრს აჭარბებს. სპორტული ღონისძიებები: პლაჟის ფეხბურთი, ფრენბურთი, წყლისთხილამურები, ფრიზბი, ბაიკები. ქვიშის ფეხბურთში მსოფლიო თასი 20-25 აგვისტო.
„ანაკლიიდან განმუხურამდე „კაზანტიპი“ მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალების Top -10 ულში მე-4 ადგილს იკავებს. „კაზანტიპი“ ლონდინის ფესტივალს სამი პუნქტით წინ უსწრებს. „კაზანტიპი“ ყველა დროის ყველაზე გრანდიოზული პროექტია მთელ რეგიონში“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები