სალომე ზურაბიშვილი: კატეგორიულად უნდა დავგმოთ რეფერენდუმები, რომლებიც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში
ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ რეფერენდუმები, რომლებიც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.
პრეზიდენტის შეფასებით, რეფერენდუმის ჩატარება ომის პირობებში არის რუსეთის მხრიდან უაღრესად ცინიკური ქმედება.
„მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და ვთქვა, რომ ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ რეფერენდუმები, რომლებიც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს რეფერენდუმები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თან ამ პერიოდში, ომის პირობებში. ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის, ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.