“ლარსთან” მობილიზაციას გამოქცეულ, რუსეთის მოქალაქეთა უშველებელი საცობი სატელიტურ სურათებზე გამოჩნდა
Maxar Technologies რუსეთ-საქართველოს საზღვრის “ზემო ლარსის” საგუშაგოს სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მობილიზაციას გამოქცეულ, რუსეთის მოქალაქეთა უზარმაზარი საცობებია.
ამის შესახებ კომპანიის Twitter-ის განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ სურათებზე მანქანების რიგი, სულ მცირე, 16 კილომეტრზეა გადაჭიმული.