პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა.
ცნობისთვის, დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.