რუსეთი “ზემო ლარსის” საბაჟოსთან ჯავშანტექნიკის გამოჩენას ადასტურებს და აღნიშნულს კონტროლის გაძლიერებით ხსნის (ფოტო, ვიდეო)

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ბიურომ(ФСБ) საქართველოს საზღვართან, “ზემო ლარსთან” ჯავშანტრანსპორტიორები გაგზავნა.

ამის შესახებ РБК “ФСБ”-ს ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ჯავშანტრანსპორტიორი საკონტროლო-გამშვები პუნქტში ყოველი შემთხვევისთვის გაიგზავნა, იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის დატოვება სასაზღვრო ფორმალობების გარეშე მოუნდებათ”.

ასევე, აღნიშნულია, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, “სამხედრო ასაკის მამაკაცების გასვლაზე რაიმე შეზღუდვა არ დაწესებულა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები