საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში, ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ანგარიში მაკედონიელი მოთამაშის ავტოგოლით გაიხსნა. მეორე ტაიმში კი ბუდუ ზივზივაძემ ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემა გაუკეთა და ანგარიში 2:0 გახადა.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის საგზური მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები