ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დრომდე მას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ახალ თანამდებობაზე მან მამუკა ჭელიძე შეცვალა.
თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები