თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შემდგომ გაუმჯობესებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

????????????????????????????????????

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერებით მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შემდგომ გაუმჯობესებაზე და იმ საკანონმდებლო ცვლილებათა შესახებ იმსჯელეს, რომლის პროექტიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ წარმოადგინა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა და შემუშავებულია „მანივალის” (ევროპის საბჭოს სტრუქტურა Moneyval) რეკომენდაციების საფუძველზე ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. შეხვედრას ესწრებოდა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება ფულის გათეთრებასთან ბრძოლა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას იღებდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი და გვქონდა საინტერესო დისკუსია ამ მნიშვნელოვან საკითხზე”- განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები